სამუშაოს აღწერა
ეტიკეტების ბეჭდვა, მილაკებისა და ფირფიტების მარკირება.
· მასალების მართვაში მონაწილეობა, მათ შორის მიღება, ამოფუთვა, დოკუმენტაცია, ეტიკეტირება და ლაბორატორიული მარაგების განთავსება შესაბამის ადგილებზე.
· დადგენილი პროტოკოლების დაცვა და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს დაკისრებულ ამოცანებზე
· მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დაცვა, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ბიოსამედიცინო ან ლაბორატორიულ მედიცინაში, ბიოლოგიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
· უპირატესობად ჩაითვლება ნიმუშების დამუშავებაში, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობის ან კლინიკის/ლაბორატორიული მომსახურების დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება.
· ინგლისური ენის კარგად ფლობა (როგორც ვერბალურად ასევე წერილობითად) აუცილებელია!
· დეტალებზე ორიენტირებულობა
· მოტივაცია და განვითარების სურვილი
· გუნდური მუშაობის უნარი
· საოფისე პროგრამებიც ცოდნა
· ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
· განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას
· სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას
· კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მხარდაჭერას.