სამუშაოს აღწერა
შპს “თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას ბირთვული მედიცინის ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- ბაკალავრის დიპლომი ფიზიკის დარგში, უპირატესობა მიენიჭებათ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ბაკალავრის კურსდამთავრებულებს;
- პრიორიტეტული იქნება 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე;
- რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
· რადიოფარმაკოპრეპარატის საერთო დოზის მიღება და ერთეული დოზის ამოღება საერთო დოზიდან;
· აპარატის ყოველდღიური ხარისხის კონტროლი და პაციენტის მართვა გადაღების
პროცესში;
· რადიოაქტიური ნარჩენის შეგროვება და მისი სპეციალურ შესანახში მოთავსება;
· რადიოფარმპრეპარატის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: 09:00-17:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით);
· მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13.
ბენეფიტები:
· ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass;
· ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება);
· პროფესიული და ზოგადი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები;
· მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში/სემინარებში;
· სწავლის დაფინანსება.