სამუშაოს აღწერა
“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
– მეანობა და გინეკოლოგია: ორსულობის მართვა, მშობიარობა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
– რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები;
– პედიატრია: ახალშობილთა მოვლა, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვაქცინაცია.
– ქირურგია: ზოგადი ქირურგია, ლაპაროსკოპიული ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია.
– დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევები, რადიოლოგიური კვლევები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მამოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა).
– სხვა სერვისები
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
· მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
· ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ექიმის ასისტირება პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში
· პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება როგორც მატერიალურად, ასევე შიდა სამედიცინო პროგრამაში;
· პაციენტების კოორდინირება;
· სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი სამედიცინო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი (სასურველია ტრავმატოლოგია-ორთპედიის რეზიდენტი)
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!