ექიმის ასისტენტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ექიმის (მეან-გინეკოლოგის) ასისტენტის პოზიციაზე, არასრული სამუშაო გრაფიკით.

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

·       მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33

·       სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე, ოთხშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00

·

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ექიმის ასისტირება პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში

·       პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება როგორც მატერიალურად, ასევე შიდა სამედიცინო პროგრამაში;

·       პაციენტების კოორდინირება;

·       სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი სამედიცინო/სტუდენტი

·       სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

·       ქართულად/ინგლისურად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!