სამუშაოს აღწერა
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის პოზიციაზე.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ყოველი მეოთხე დღე 16 ან/და 24 საათიანი მორიგეობა
ანაზღაურება: საათობრივი – 10.15 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· მორიგების განმავლობაში ემერჯენსში და სტაციონარში ურგენტულ შემთხვევებზე ექოსკოპიის ჩატარება;
· კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
· პაციენტის მართვა და საჭირო მანიპულაციების განსაზღვრა/ ჩატარება;
· პაციენტის მონაცემების პროგრამული ასახვა კლინიკაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!