სამუშაოს აღწერა
შპს “თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· სასურველია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
· საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· სასურველია, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (განიხილება გამოცდილების გარეშე კანდიდატებიც);
· პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა
· თავაზიანობა, გულისხმიერება;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
· პაციენტებთან ურთიერთობა;
· რიგების მართვა;
· უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება და საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
· მისამართი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 10.