ექთანი

ივლისი 22, 2025
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა დეპარტამენტებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

·        საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;

·        ექთნის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

·        კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

·        გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

·        გუნდურად მუშაობის უნარი;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

ძირითადი მოვალეობები:

·        პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;

·        პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

·        სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);

·        მისამართი: თბილისი, თევდორე მღდვლის ქუჩა N 13, ლუბლიანას 21, იაკობ ნიკოლაძის 10.