სამუშაოს აღწერა
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ექთანი ფლებოტომისტის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე;
განყოფილება: ამბულატორია
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის აღება (სისხლი ვენიდან);
· კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის მსგავს პოზიციაზე
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!