სამუშაოს აღწერა
“თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას სტაციონარულ განყოფილებაში ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტის მოვლა;
· გენერალურ დალაგებაში მონაწილეობა;
· ჟურნალის წარმოება;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირას დასვენება.
· მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13.