ექთნის თანაშემწე (ანესთეზია-პოსტოპერაციული სამსახური)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ანესთეზია-პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.

განყოფილება: ანესთეზია-პოსტოპერაციული სამსახური

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!