სამუშაოს აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე გინეკოლოგიურ კაბინეტში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
· ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
· კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
· პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
· მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 21.