ინფექციის კონტროლის მედდა

ნოემბერი 12, 2025
აპლიკაცია სრულდება: დეკემბერი 31, 2025

მიმართეთ ამ სამუშაოს

სამუშაოს აღწერა

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·                    საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;

·                    მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას);

·                    სასურველია ინფექციის კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა;

·                    ინგლისური ენის ცოდნა;

·                    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·                    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

·                    გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

·                    კლინიკაში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, მონიტორინგი და პრევენცია;

·                    ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროცესის კოორდინირება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;

·                    ინფექციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებებში ჩართულობა;

·                    დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;

·                    კლინიკის ადმინისტრაციასთან და ეპიდემიოლოგთან ერთობლივი თანამშრომლობა ინფექციის კონტროლის საკითხებში.

დამატებითი ინფორმაცია:

·                    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;

·                    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13; ლუბლიანას 21; იაკობ ნიკოლაძის 10.

ბენეფიტები:

·                    სამედიცინო გამოკვლევები სრულიად უფასოდ და Fitpass;

·                    ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება).