კლინიკის მთავარი ექთანი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „კლინიკის მთავარი ექთანი“

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ადგილმდებარეობა – დიღომი, ჩაჩავას 1

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 დან – 18:00 მდე

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები:

·       საექთნო მიმართულების სტრატეგიული ხელმძღვანელობა განყოფილებების სპეციფიკის გათვალისწინებით;

·       საექთნო პერსონალის მიერ პაციენტის მაღალი ხარისხის მოვლის უზრუნველყოფის მეთვალყურეობა და ხელმძღვანელობა;

·       საექთნო პერსონალის მოთხვონილი შტატის შევსება და შენარჩუნება.

·       საექთნო განყოფილების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მართვა;

·    საექთნო პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა მარეგულირებელი მოთხოვნებისა და კლინიკის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;

·       პაციენტთა საერთო მოვლისა და კმაყოფილების გასაუმჯობესებლად ღონისძიებების დაგეგვმა;

·  გადაუდებელი შემთხვევების ან კრიზისების დროს, საექთნო მედპერსონალის პაციენტზე მოვლის შესანარჩუნებლად კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფა;

·       უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარების კულტურის ხელშეწყობა საექთნო გუნდში.

·       საექთნო პერსონალის მიერ საექთნო საქმის შესრულების შეფასების პროცესების განხორციელება,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

·       უმაღლესი სამედიცინო ან საექთნო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია;

·       კლინიკის მთავარ ექთნად ან დეპარტამენტის უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;

·       საოფისე პროგრამების სამოხმარებლო დონეზე ცოდნა;

·       სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!