პათოლოგიის მიმართულების კოორდინატორი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

„მეგალაბი“ აცხადებს პათოლოგიის მიმართულების კოორდინატორის ვაკანსიას

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

      ძირითადი მოვალეობები:

  • იმუნოჰისტოქიმიისა და მოლეკულური პათოლოგიის მიმართულების უფროსის ასისტირება;
  • სამუშაო პროტოკოლებისა და მონიტორინგის ფორმების შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
  • პათოლოგიის მიმართულების სამუშაო პროგრამაში რეგისტრირებული შემთხვევების მონიტორინგი;
  • ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ჰემატოპათოლოგიური შემთხვევების მონიტორინგი;
  • იმუნოჰისტოქიმიისა და მოლეკულური პათოლოგიის განყოფილებისა და ჰემატოლოგიის მიმართულების რეაგენტების შეკვეთისა და აღრიცხვის წარმოება/მონიტორინგი/ თვიური ანგარიშის წარდგენა;
  • იმუნოჰისტოქიმიისა და მოლეკულური პათოლოგიის მიმართულებაში განრიგის წარმოება და მონიტორინგი;
  • მეილზე შემოსული ინფორმაციის მართვა;

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიცინის ან ჯანდაცვის მიმართულებით , განიხილება სტუდენტიც;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

       

       პირობები

  • სამუშო გრაფიკი: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • ანაზღაურება: 1000 Gel (Net);
  • ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე.
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;