სამუშაოს აღწერა
“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ანაზღაურება: – 1200 ლარი (ხელზე ასაღები);
ძირითადი ფუნქციეები:
- კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა, მონიტორინგი;
- კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი;
- ყოველდღიური შედეგების ანალიზი
- საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება, ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
სამუშაო გამოცდილება:
· ფარმაცევტად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება;
· იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოტივირებული და ორგანიზებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!