სამუშაოს აღწერა
“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საოპერაციოს ექთანი (დღის)
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
- მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ
- ანაზღაურება: გამომუშავებით (მინიმალური ანაზღაურება 1500 ლარი)
- განყოფილება: საოპერაციო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციოში ექიმი ქირურგების ასისტირება;
- ექიმის დანიშნულებისა და მითითებების ზუსტი დროული შესრულება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი, ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი მე-7 სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!