საოპერაციო ექთნის თანაშემწე

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საოპერაციოს ექთნის თანაშემწე (მორიგე)

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

–      მეანობა და გინეკოლოგია: ორსულობის მართვა, მშობიარობა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

–      რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები;

–      პედიატრია: ახალშობილთა მოვლა, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვაქცინაცია.

–      ქირურგია: ზოგადი ქირურგია, ლაპაროსკოპიული ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია.

–      დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევები, რადიოლოგიური კვლევები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მამოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა).

–       სხვა სერვისები

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

  • მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
  • სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა (4 დღეში ერთხელ)
  • ანაზღაურება: 4.75 (დარიცხული)
  • განყოფილება: საოპერაციო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • პაციენტის ტრანსპორტირება კვლევებში და საოპერაციოში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!