საოპერაციოს ექთანი

ნოემბერი 18, 2025
აპლიკაცია სრულდება: იანვარი 30, 2026

მიმართეთ ამ სამუშაოს

სამუშაოს აღწერა

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

·                    საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;

·                    ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·                    კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

·                    გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

·                    გუნდურად მუშაობის უნარი;

·                    დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

ძირითადი მოვალეობები:

·                    საოპერაციოს მომზადება და დასუფთავება ექთნის დამხმარესთან ერთად;

·                    ინსტრუმენტების მობილიზება, მათი სტერილურობის უზრუნველყოფა და შესახვევი მასალის მომარაგება;

·                    ოპერაციის პროცესში სრულად ჩართულობა (ასისტირება);

·                    ოპერაციის დასრულების შემდეგ გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მასალის აღრიცხვა.

დამატებითი ინფორმაცია:

·                    სამუშაო განაკვეთი: 17:00 საათიდან 23:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);

·                    მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.

ბენეფიტები:

·                    ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass;

·                    ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება).