სამუშაოს აღწერა
“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 9:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
· სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
· სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
· დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე;
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!