სამუშაოს აღწერა
„თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე პათომორფოლოგიის დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
**საშუალო სამედიცინო განათლება;
**კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
**სავალდებულოა ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
**მასალის ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადება;
**ლაბორატორიული აპარატურის მზადყოფნაში მოყვანა და ექსპლუატაცია;
**ლაბორატორიული ანალიზების, კვლევების და ტესტირებების ჩატარება კლინიკაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
**პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
**სამუშაო განაკვეთი: 09:00-დან 17:00მდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
**მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.