ER რეგისტრატორი

თებერვალი 24, 2025
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1

ანაზღაურება: ანაზღაურება – პირველი სამი თვე 900, შემდეგ 1000

სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)

ძირითადი ფუნქციები:

** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;

** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;

** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;

** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;

** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;

** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;

** უცხო ენა – B1 დონეზე;

** MS Office – სამომხმარებლო დონეზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!