სამუშაოს აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
**უმაღლესი სამედიცინო განათლება;
**სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით შინაგანი და საოჯახო მედიცინა;
**სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
**განიხილება რეზიდენტურის სტუდენტებიც;
**ინგლისური ენის ცოდნა;
**საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
**მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
**პაციენტებზე ორიენტირებულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
**სტაციონარული პაციენტების მკურნალობა;
**რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
**პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და დიაგნოზის მიხედვით ინსტრუმენტული-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა და ჩატარება;
**პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
**გამოკვლევების შედეგების განხილვა პაციენტთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
** მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13