სამუშაოს აღწერა
“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საოპერაციოს ექთნის თანაშემწე (მორიგე)
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
– მეანობა და გინეკოლოგია: ორსულობის მართვა, მშობიარობა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
– რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები;
– პედიატრია: ახალშობილთა მოვლა, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვაქცინაცია.
– ქირურგია: ზოგადი ქირურგია, ლაპაროსკოპიული ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია.
– დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევები, რადიოლოგიური კვლევები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მამოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა).
– სხვა სერვისები
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
- მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
- სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა (4 დღეში ერთხელ)
- ანაზღაურება: 4.75 (დარიცხული)
- განყოფილება: საოპერაციო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- პაციენტის ტრანსპორტირება კვლევებში და საოპერაციოში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!