სამუშაოს აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს საპროცედუროს ექთნის ვაკანსიას.
· საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
· ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების შესრულება;
· ექიმების მხარდაჭერა სამედიცინო მანიპულაციების დროს (უროლოგია, ქირურგია, პროქტოლოგია, ტრავმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, რევმატოლოგია);
· სასტერილიზაციო განყოფილებაში დახმარება საშვებულებო და გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს;
· სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
· მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 21.