ლაბორანტი (პათოლოგიის მიმართულება)

სექტემბერი 5, 2025
აპლიკაცია სრულდება: ნოემბერი 30, 2025

მიმართეთ ამ სამუშაოს

სამუშაოს აღწერა

„მეგალაბი“ აცხადებს ლაბორანტის  ვაკანსიას პათოლოგიის მიმართულებაში

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

      ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიაში არსებული აპარატურის რეგულარული მონიტორინგი და მოვლა;
  • ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგი;
  • აპარატურის შევსება საჭირო რეაგენტებით;
  • პროცესირებული ნიმუშების ჩაყალიბება პარაფინში;
  • პარაფინული ბლოკების დაჭრა მიკროტომზე;
  • ანათლების შეღებვა ჰემატოქსილინ-ეოზინის მეთოდით;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ღრმა და/ან სერიული ანათლების დამზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ანათლების დამატებითი ჰისტოქიმიური შეღებვა;
  • სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ აპარატურის გასუფთავება;
  • დაჭრილი პარაფინული ბლოკების დახარისხება ნუმერაციის მიხედვით და არქივში ჩაბარება;
  • ჰისტოლოგიური პრეპარატების პროცესირების თითოეული ეტაპის აღრიცხვა მართვის ელექტრონულ სისტემაში;
  • შეღებილი ჰისტოლოგიური პრეპარატების რეფერირება შესაბამის პათოლოგანატომზე;

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია, ლაბორატორიაში სტაჟირების/მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);

  

      პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ( 10:00-18:00 სთ);