მორიგე ექთანი – სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი

სექტემბერი 8, 2025
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი მორიგე ექთნის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, 24სთ მორიგეობა)

განყოფილება: სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;

·       შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)

·       ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!