სამუშაოს აღწერა
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას: „მორიგე ნევროლოგის“პოზიციაზე.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას N1
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
- პაციენტის მართვა, ნევროლოგიური დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა;
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
- სტაციონარში ექიმ ნევროლოგად მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1 წელი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა
გისურვებთ წარმატებებს!