სამუშაოს აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· უმაღლესი სამედიცინო განათლება;
· საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
· სულ მცირე ორ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· პაციენტებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
· პაციენტების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნა;
· საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
· სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.