ექთანი / ექთნის თანაშემწე (ინ ვიტრო)

სექტემბერი 25, 2025
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ინ ვიტრო (IVF) დეპარტამენტის ექთნის ან ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ. შაბათი (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში 10:00-15:00 სთ)

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

განყოფილება: ინ ვიტრო (IVF) დეპარტამენტი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!