სამუშაოს აღწერა
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „კლინიკის მთავარი ექთანი“
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა – დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 დან – 18:00 მდე
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქციები:
· საექთნო მიმართულების სტრატეგიული ხელმძღვანელობა განყოფილებების სპეციფიკის გათვალისწინებით;
· საექთნო პერსონალის მიერ პაციენტის მაღალი ხარისხის მოვლის უზრუნველყოფის მეთვალყურეობა და ხელმძღვანელობა;
· საექთნო პერსონალის მოთხვონილი შტატის შევსება და შენარჩუნება.
· საექთნო განყოფილების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მართვა;
· საექთნო პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა მარეგულირებელი მოთხოვნებისა და კლინიკის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
· პაციენტთა საერთო მოვლისა და კმაყოფილების გასაუმჯობესებლად ღონისძიებების დაგეგვმა;
· გადაუდებელი შემთხვევების ან კრიზისების დროს, საექთნო მედპერსონალის პაციენტზე მოვლის შესანარჩუნებლად კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფა;
· უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარების კულტურის ხელშეწყობა საექთნო გუნდში.
· საექთნო პერსონალის მიერ საექთნო საქმის შესრულების შეფასების პროცესების განხორციელება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
· უმაღლესი სამედიცინო ან საექთნო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია;
· კლინიკის მთავარ ექთნად ან დეპარტამენტის უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების სამოხმარებლო დონეზე ცოდნა;
· სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გაანცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!