სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);

ანაზღაურება: – 1200 ლარი (ხელზე ასაღები);

ძირითადი ფუნქციეები:

 

  • კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა, მონიტორინგი;
  • კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი;
  • ყოველდღიური შედეგების ანალიზი
  • საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება, ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

სამუშაო გამოცდილება:

·       ფარმაცევტად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება;

·       იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივირებული და ორგანიზებული;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!