დღის ექთანი (პოსტოპერაციული სამსახური)

ოქტომბერი 22, 2025
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00

განყოფილება: ანესთეზია-პოსტოპერაციული სამსახური

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;

·       შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)

·       ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (ანესთეზია-პოსტოპერაციულ სამსახურში);
პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!