დღის ექთანი – სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი

ნოემბერი 10, 2025
აპლიკაცია სრულდება: დეკემბერი 31, 2025

მიმართეთ ამ სამუშაოს

სამუშაოს აღწერა

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00

განყოფილება: სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;

·       შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)

·       ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!