სამუშაოს აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
· მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას);
· სასურველია ინფექციის კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
· გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
· კლინიკაში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, მონიტორინგი და პრევენცია;
· ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროცესის კოორდინირება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;
· ინფექციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებებში ჩართულობა;
· დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;
· კლინიკის ადმინისტრაციასთან და ეპიდემიოლოგთან ერთობლივი თანამშრომლობა ინფექციის კონტროლის საკითხებში.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;
· სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13; ლუბლიანას 21; იაკობ ნიკოლაძის 10.
ბენეფიტები:
· სამედიცინო გამოკვლევები სრულიად უფასოდ და Fitpass;
· ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება).