სასტერილიზაციოს ექთანი (მორიგე)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

სამუშაოს აღწერა

“ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას მორიგე სასტერილიზაციოს ექთნის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს

განყოფილება: სასტერილიზაციო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;

·        სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;

·       სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;

·       დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტერილიზაციოში;
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!